ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 07:59 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
6°C clear sky

„დამოუკიდებელი აფხაზეთი გააგრძელებს ურთიერთობების დამყარებას რუსეთთან 2014 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულების მკაცრი დაცვით“ – ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებისთვის.

„ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილს გაერთიანდეს ჩრდილოეთ ოსეთთან რუსული სახელმწიფოს ფარგლებში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნაბიჯი სრულად აკმაყოფილებს სამხრეთ ოსეთის ინტერესებს“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პოზიციასთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტმა“ განაცხადა:

„სუვერენული დამოუკიდებელი აფხაზეთი განაგრძობს ურთიერთობას მოკავშირე რუსეთთან 2014 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულების მკაცრი დაცვით, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ დებულებებს:

✔️ თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნა

✔️ ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირება

✔️ აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა

✔️ რუსეთის ფედერაციის ინიციატივითა და დახმარებით განხორციელებული პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესებში აფხაზეთის რესპუბლიკის სრული მონაწილეობის პირობების შექმნა“.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკამ უნდა დანიშნოს რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის და მალე „სამხრეთ ოსეთი“ მისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი იქნება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები