ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 06:07 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
10°C scattered clouds

სანქციები ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასია – ვლადიმერ პუტინი

„ფაქტობრივად, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არის ფასი რუსეთის  თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საავიაციო ტრანსპორტისა და მრეწველობის განვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინმა დასავლეთის სანქციებს რუსეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი უწოდა.

„ფაქტობრივად, ეს არის სანქციები ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის უფლებისთვის, რუსეთის უფლებისთვის. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვინდა ვიცეკვოთ სხვის ხმაზე, გავწიროთ ჩვენი ინტერესები და ტრადიციული ღირებულებები“, – აცხადებს პუტინი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან“ ბუნებრივი აირით ვაჭრობის ახალი წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები