ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 10, 2024 06:04 საათი

თბილისი

აპრ 10 - ოთხ
Tbilisi, GE
12°C overcast clouds

დანიშნულია ექსპერტიზები და გვეცოდინება ზუსტად რა ტიპის შეიარაღება ჰქონდა თავდამსხმელს – ალექსანდრე დარახველიძე

დანიშნულია ექსპერტიზები და გვეცოდინება ზუსტად რა ტიპის შეიარაღება ჰქონდა მას თან – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, „რუსთავი 2-ის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს ხელყუმბარა იყო ნამდვილი, თუმცა რა თქმა უნდა, დანიშნულია ექსპერტიზა და ექსპერტი ზუსტ ინფორმაციას მოგვაწვდის. მას გარდა ხელყუმბარისა ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ასევე არსებობს ინფორმაცია რომ სხვადასხვა საშუალებები ჰქონდა – ამაზე გამოძიება იმსჯელებს, რა თქმა უნდა, დანიშნულია ექსპერტიზები და გვეცოდინება ზუსტად რა ტიპის შეიარაღება ჰქონდა მას თან“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძემ სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

„საკმაოდ რთული იყო ეს ოპერაცია, ძალიან მაღალი რისკებს შეიცავდა, მაგრამ ჩვენმა პოლიციელებმა მოახერხეს, თავდამსხმელი ისე შეიპყრეს რომ მძევლებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩაატარეს ეს ოპერაცია და ყველაფერი დასრულდა მშვიდობიანად“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები