ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 15, 2025 17:53 საათი

თბილისი

Apr 15 - Tue
Tbilisi, GE
10°C overcast clouds

დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უნდა დადოს „გარიგება“ უკრაინის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უნდა დადოს „გარიგება“ უკრაინის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, რომელიც არ უნდა მოიცავდეს არც ყირიმის დაბრუნებას და არც ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ RBC ორბანის ინტერვიუზე დაყრდნობით იტყობინება.

ორბანი ამტკიცებს, რომ უკრაინა ომში წაგების გზაზეა, რადგან რუსული ჯარები აჭარბებენ უკრაინულ არმიას.

„ჩვენ უნდა დავდოთ შეთანხმება რუსებთან უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, რათა უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა ორბანმა.

ორბანმა თქვა, რომ ყირიმის დაბრუნება, რომელიც რუსეთმა 2014 წელს დაიპყრო, „სრულიად არარეალურია“.

მან ასევე განაცხადა, რომ მშვიდობის საუკეთესო გარანტია არის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის