ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:26 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი რკინის ფარდა ეშვება – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი რკინის ფარდა ეშვება.

ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცივ ომსა და აწმყოს შორის ისტორიული პარალელები გაავლო.

„რაც შეეხება რკინის ფარდას, ის უკვე ეშვება. პროცესი დაწყებულია. დასავლეთის ქვეყნები ფრთხილად უნდა მოიქცნენ“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამ ტერმინს ცივი ომის დროს დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბული ურთიერთობის აღსაწერად იყენებდნენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები