ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 23, 2024 15:33 საათი

თბილისი

აპრ 23 - სამ
Tbilisi, GE
27°C clear sky

გორელმა ძიუდოისტმა საბა სამადაშვილმა ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, ოქროს მედალი მოიპოვა

 გორელმა ძიუდოისტმა საბა სამადაშვილმა ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს
სამადაშვილი, გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. მისი პირადი მწვრთნელი ანზორ თენაძე გახლავთ.
წლეულს იგი, ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ახლა კი კონტინენტის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. აგვისტოს მიწურულს საბას მსოფლიოს ჩემპიონატი ელის, რომელიც სარაევოში გაიმართება. გორელი სპორტსმენი იქაც წარმატებისათვის იბრძოლებს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში, შეხვდნენ საბა სამადაშვილს, მიულოცეს მას ევროპის ჩემპიონობა და წარმატებები უსურვეს მომდევნო, კიდევ უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებაზე – მსოფლიოს ჩემპიონატზე.
გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები