ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 07:41 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დიმიტრი ფირტაშს შეხვდა, რომლის ექსტრადირებასაც აშშ ითხოვს – უკრაინული მედია

უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩავიდა უკრაინელ ოლიგარქ დიმიტრი ფირტაშთან, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში იმყოფება აშშ-ში ექსტრადიციის მოლოდინში. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

10 ნოემბერს, ვენის სასტუმრო Ritz-Carlton-ის ბარში, არახამია ნახეს არასაჯარო ბიზნესმენ ვემირ დავითიანთან შეხვედრისას. ბიზნესწრეების წყაროებმა დაადასტურეს, რომ არახამია 2 დღე ცხოვრობდა მითითებულ სასტუმროში, სადაც შეხვდა დიმიტრი ფირტაშს.

არახამიამ უკრაინულ მედიას დაუდასტურა ვენაში ვიზიტი და ფირტაშთან შეხვედრა.

მისი თქმით, ფირტიშთან და მის მენეჯმენტთან საათნახევრიანი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო განხილულიყო „მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივები მიკოლაივის რეგიონის პორტების შესანარჩუნებლად.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასტუმროში განთავსებაზე 1 075 ევრო დახარჯა და ყველა ხარჯზე აქვს დოკუმენტური მტკიცებულება.

ცნობისთვის, ფირტაში უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის ავსტრიაში 2014 წლის მარტში ამერიკული მხარის მოთხოვნით დააკავეს, თუმცა 125 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აშშ ფირტაშს ადანაშაულებს ტიტანის საბადოზე კონტროლის უკანონოდ მოსაპოვებლად ინდოეთში 18.5 მილიონი დოლარის გადახდაში. მას აშშ-ში 50 წლამდე პატიმრობა და აქტივების კონფისკაცია ემუქრება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები