ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 9, 2024 21:40 საათი

თბილისი

აპრ 9 - სამ
Tbilisi, GE
13°C few clouds

გიორგი ვაშაძე – პრეზიდენტისგან გვჭირდება ქმედება და არა შეფასება და ექსპერტობა – თუ ის ხელს მოაწერს შეწყალებებს, მზად ვარ გვერდში დავუდგე, ხელი ჩავკიდო და პასუხისმგებლობა გავიზიარო

სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილის პროექტის ნაწილი, ამიტომ თუ ივანიშვილი ჩათვლის, რომ ზურაბიშვილმა რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას, ის ამას გააკეთებს. თუ არ ჩათვლის, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის შეფასებით, “საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პრეზიდენტი სჭირდება და არა პრეზიდენტი – ექსპერტი და შემფასებელი“.

„როგორ შეიძლება სიტყვიერად ამბობდე, რომ საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, აფასებდე სასამართლო სისტემას, როგორც კატასტროფულს და შენი ერთადერთი მექანიზმის გამოყენების არანაირ შანსს არ ტოვებდე? ის ექსპერტია თუ ჟურნალისტი უბრალოდ რომ აფასებს? სიუჟეტი გაგვიკეთა ახალა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით? ჩვენ მისგან გვჭირდება ქმედება და არა შეფასება და ექსპერტობა. შეფასების ნაწილში ამას ევროპარლამენტარებიც, იურისტებიც და ყველა კარგად ვაკეთებთ. შემდეგი ნაბიჯის გადადგმა არის პრეზიდენტის ხელში. თუ მას პრობლემა არ აქვს, ის დისკუსიაში უნდა შემოვიდეს. თუ ის ხელს მოაწერს შეწყალებებს, მზად ვარ მას გვერდში დავუდგე, ხელი ჩავკიდო და პასუხისმგებლობა გავიზიარო. სადაც უნდა, იქ დავუდგები გვერდში. პრეზიდენტი გვჭირდება როგორც პრეზიდენტი და არა პრეზიდენტი – ექსპერტი და შემფასებელი.

მასთან, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუციასთან მაქვს კითხვა – თვითონ რას აკეთებს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ეს კატასტროფული პრობლემა რამენაირად მაინც შეამსუბუქოს და ნაკლები წნეხი იყოს ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე და მეტი შედეგი დაინახონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. შეუძლია თუ არა პოლიტიზირებული მართლმსაჯულების პრობლემა გვარამიასთან დაკავშირებით გამოასწოროს პრეზიდენტმა? დიახ, შეუძლია. შეუძლია თუ არა იგივე გააკეთოს სააკაშვილთან დაკავშირებით? დიახ, შეუძლია. შეუძლია თუ არა სხვა ბევრ საქმეზე იგივე გადაწყვეტილება მიიღოს? შეუძლია, მაგრამ როდესაც ამას არ აკეთებს, მხოლოდ თითის სხვისკენ გაშვერა არ ნიშნავს სახელმწიფოებრივ მიდგომას ამ პრობლემასთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები