ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 27, 2024 15:19 საათი

თბილისი

Nov 27 - Wed
Tbilisi, GE
5°C overcast clouds

დეპუტატმა ზელენსკის პარტიიდან, ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარსადგენად დონალდ ტრამპის კანდიდატურა წამოაყენა

უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, „ხალხის მსახურის“ წევრმა ოლექსანდრ მერეჟკომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარსადგენად დონალდ ტრამპის კანდიდატურა წამოაყენა.

ნობელის პრემიის კომიტეტისთვის 26 ნოემბერს გაგზავნილ წერილში დეპუტატი ისრაელსა და მუსლიმურ ქვეყნებს შორის შეთანხმების დადებაში ტრამპის შუამდგომლობას ახსენებს და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეჩერების მცდელობების ფარგლებში, ტრამპი გამოსავლის პოვნას შეეცდება.

„მჯერა, რომ ტრამპმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო მშვიდობის დამყარების საქმეში და შეუძლია, რომ მომავალში, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. 

ტრამპმა, გლობალური ლიდერობის დემონსტრირებით, საფუძველი ჩაუყარა უკრაინის მხარდაჭერის დღევანდელ საერთაშორისო კოალიციას“, – წერს მერეჟკო.

როგორც გამოცემა kyivindependent აღნიშნავს, აქ სავარაუდოდ, იგულისხმება ტრამპის მიერ, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის Javelin ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.

გამოცემის კითხვაზე, თუ რა იყო მისი მოტივაცია, როდესაც წერილს აგზავნიდა, დეპუტატმა უპასუხა, რომ სურს, ეს გამოიყენოს, როგორც „შესაძლებლობა ტრამპის ყურადღების მისაქცევად, რათა უკრაინას, დაეხმაროს გადარჩენაში“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები