ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 13:14 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
13°C clear sky

დღეს­დღე­ო­ბით გვაქვს სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­თან- ოთარ შამუგია

“არ მაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია, არ ვიცი თუმ­ცა დღეს­დღე­ო­ბით გვაქვს სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­თან – შე­მოგ­ვაქვს გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცია – ხორ­ბა­ლი, ფქვი­ლი და ა.შ. და გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცია გა­დის“.

“ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კაა, რომ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში სრულ მხარ­და­ჭე­რას და სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ უკ­რა­ი­ნას, თუმ­ცა, ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ფიქ­როთ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ ავი­რი­დოთ დიდი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა. შე­სა­ბა­მის­მა კვლე­ვებ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ის პო­ლი­ტი­კა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რაც ბა­ტონ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო ამ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი“, – გა­ნა­ცხა­და შა­მუ­გი­ამ.

ამას­თა­ნა­ვე, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, იმ ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, სა­დაც ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია იმ­პორტზე გა­დის, ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დია.

“ღვი­ნის ექ­სპორ­ტში ჩვენ გვქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა – პირ­ვე­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 40%-ზე მეტი. ასე­ვე არის სხვა პრო­დუქ­ტებ­ზეც. მთლი­ა­ნო­ბა­ში ექ­სპორ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის არის მზარ­დი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გო­რიც არის თხი­ლი და სხვა კულ­ტუ­რე­ბი. ეს ძა­ლი­ან კარ­გია და რე­ა­ლუ­რად ასა­ხავს იმას, რომ ჩვე­ნი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წარ­მო­ე­ბის ზრდის­თვის და ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის­თვის, ამ პო­ლი­ტი­კას კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი მო­აქვს და ასა­ხუ­ლია იმ სა­ექ­სპორ­ტო ზრდა­ში, რაც აგ­რა­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს ბოლო წლე­ბის გა­მავ­ლო­ბა­ში. შარ­შან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა გვქონ­და – მთლი­ა­ნო­ბა­ში 200 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ზრდა გვქონ­და აგ­რა­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტთან მი­მარ­თე­ბა­ში. იმ ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, სა­დაც პრო­დუქ­ცია გა­დის, ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დია. ესეც მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა აქ­ტი­უ­რია და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბით ფერ­მე­რებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით“, – გა­ნა­ცხა­და შა­მუ­გი­ამ.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის, ოთარ შა­მუ­გი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­დუქ­ტე­ბის მა­რა­გი არ­სე­ბობს და იმ­პორ­ტის პრობ­ლე­მაც არ არის. მი­ნის­ტრის მტკი­ცე­ბით, ხორ­ბალ­თან და სხვა პრო­დუქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფერ­ხე­ბებს არ ელო­დე­ბი­ან.

რო­გორც შა­მუ­გი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, მა­ღა­ზი­ებ­ში ზო­გი­ერ­თი პრო­დუქ­ტის არარ­სე­ბო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ შეს­ყიდ­ვე­ბის გაზ­რდამ მი­წო­დე­ბის ჯაჭვში გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი წარ­მოშ­ვა.

“ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან. ვი­ხი­ლეთ გარ­კვე­უ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი შა­ქარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო მხო­ლოდ იმით, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა არა­სა­ჭი­როდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შეს­ყიდ­ვე­ბი მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბის მიზ­ნით. ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ისე, რომ არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ არის – ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დის რო­გორც შა­ქა­რი, ასე­ვე სხვა პრო­დუქ­ტე­ბი. შა­ქა­რი არ შე­მოგ­ვაქვს არც რუ­სე­თი­დან, არც უკ­რა­ი­ნი­დან, ასე რომ, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი ამ აჟი­ო­ტაჟს არ ჰქონ­და. არც სხვა პრო­დუქ­ტებ­თან, არც ხორ­ბალ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ლო­დე­ბით რამე შე­ფერ­ხე­ბებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს რო­გორც ხორ­ბლის, ასე­ვე ფქვი­ლის მა­რა­გე­ბი. ვაკ­ვირ­დე­ბით მოვ­ლე­ნებს, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ბიზ­ნეს­თან, იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მზად ვართ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ შე­სა­ბა­მი­სი ბაზ­რე­ბის და კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბას, სა­ი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­მა­ვალ­ში კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­მო­ტა­ნა გახ­დეს სა­ჭი­რო. თუმ­ცა, დღეს­დღე­ო­ბით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­რა­ნა­ირ რის­კებს ვერ ვხე­დავთ და პრო­დუქ­ცი­ის მო­მა­რა­გე­ბის კუ­თხით ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია“, – გა­ნა­ცხა­და შა­მუ­გი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა რომ იყოს, მა­ღა­ზი­ე­ბი პრო­დუქ­ტით ვერ შე­ივ­სე­ბო­და და ქვე­ყა­ნა­ში პრო­დუქ­ტის დე­ფი­ცი­ტი იქ­ნე­ბო­და.

“შეს­ყიდ­ვე­ბის გაზ­რდა იწ­ვევს მი­წო­დე­ბის ჯაჭვში გარ­კვე­ულ შე­ფერ­ხე­ბებს, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. გარ­კვე­ულ მა­ღა­ზი­ებ­ში შე­საძ­ლოა, იყოს რა­ღაც დრო­ით შე­ფერ­ხე­ბა, თუმ­ცა ეს შე­ფერ­ხე­ბა აღ­მო­ი­ფხვრე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და ივ­სე­ბა მა­რა­გე­ბი. მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა რომ იყოს, მა­ღა­ზი­ე­ბი პრო­დუქ­ტით ვერ შე­ივ­სე­ბო­და და დე­ფი­ცი­ტი გვექ­ნე­ბო­და. ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვაკ­ვირ­დე­ბით და ვა­კე­თებთ მო­ნი­ტო­რინგს ბიზ­ნეს­თან ერ­თად და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ გვე­ლო­დე­ბა. რის­კი ნამ­დვი­ლად არ არის“, – გა­ნა­ცხა­და შა­მუ­გი­ამ.

მან ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცია გა­დის, თუმ­ცა, არ აკონ­კრე­ტებს რა სა­ხის პრო­დუქ­ცი­ა­ზეა ლა­პა­რა­კი.

რო­გორც შა­მუ­გი­ამ გა­ნა­ცხა­და, მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის მიერ არის მხარ­და­ჭე­რი­ლი.

კი­თხვა­ზე: აქვს თუ არა მას ინ­ფორ­მა­ცია, რომ ე.წ. დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რი­დან ხილი და ბოსტნე­უ­ლი რუ­სეთ­ში გა­დის? მი­ნის­ტრმა უპა­სუ­ხა:

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები