დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ.
საკითხის ირგვლივ უკვე იმსჯელეს იურიდიულ კომიტეტზე, სადაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მისმა მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ვეტო იმ კანონზე, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და საზოგადოების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს, აუცილებლად დაიძლევა.