„საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ანექსირებულია და საქართველო, ვითომც არაფერი, ისე აგრძელებს კომუნიკაციას და მეგობრობას რუსეთთან. ეს მე არ მესმის და მთელ მსოფლიოს არ ესმის ეს“, – ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
უკრაინელი ჟურნალისტის თქმით, მიუღებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, როდესაც მას ანექსირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას მმართველი ხელისუფლების ქმედებები არ ესმის.
„უკრაინამ უნდა დაინახოს საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერა, ის, რომ მილიონობით ქართველი ჩვენ მხარს გვიჭერს, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მადლიერები ვართ ამ მხარდაჭერისთვის, ჩვენ ამას ვგრძნობთ.
გვიყვარს საქართველო, გვიყვარს ქართველები, ეს ჩვენ ხალხს შორის ძმური სიყვარულის, მეგობრობის და პატივისცემის კავშირია, რაც არ შეიძლება ითქვას საქართველოში მმართველ ივანიშვილის პროკრემლისტურ რეჟიმზე.
საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ანექსირებულია და საქართველო, ვითომც არაფერი, ისე აგრძელებს კომუნიკაციას და მეგობრობას რუსეთთან. ეს მე არ მესმის და მთელ მსოფლიოს არ ესმის ეს.
თქვენ ქვეყანას 2008 წელს ფაშისტურმა რუსეთმა ტერიტორიის ნაწილი წაართვა და სასწაულებრივად ვერ შევიდა თბილისში და ვერ წაართვა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ამის მიუხედავთ, როგორც არაფერი ისე, თქვენს ქვეყანას აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ასი ათასობით რუსებს იღებს საკუთარ ტერიტორიაზე, ვაჭრობს აგრესორ ქვეყანასთან, არ გგონიათ, რომ ეს უცნაურია?“, – აცხადებს დმიტრი გორდონი.