უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო, გასულ პარასკევს მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ დასავლეთი „ისლამურ სახელმწიფოზე“ პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩქარობდა.
„კოლექტიური დასავლეთის ეჭვების მოსაშორებლად, მათ სასწრაფოდ სჭირდებოდათ რაღაცის მოფიქრება, ამიტომ მათ მიმართეს „ისლამურ სახელმწიფოს“ და, ფაქტობრივად, ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ მედიამ სწორედ ამ ვერსიების გავრცელება დაიწყო“, – თქვა მან.