ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 2, 2024 20:34 საათი

თბილისი

Dec 2 - Mon
Tbilisi, GE
5°C light intensity drizzle

რუსული ტერორი ხარკოვის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა – ზელენსკი

რუსული ტერორი ხარკოვის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ. დაშავდა სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram არხზე წერს და ეხმაურება რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს.

ზელენსკის თქმით,  უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა.

„რუსული ტერორი ხარკოვის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. მუდმივი სარაკეტო დარტყმები და „შაჰიდები“, ახლა – საჰაერო ბომბები. თავდასხმები არის ქუჩაში, სახლებთან, სკოლასთან, ჩვეულებრივი სამოქალაქო ინფრასტრუქტურასთან. ამ დროისთვის ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს.

დაშავდა სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, კერძოდ, 2022 წელს დაბადებული გოგონა და 2023 წელს დაბადებული ბიჭი. ყველა დაზარალებულს საჭირო დახმარებას ვუწევთ. დარტყმის ადგილზე ყველა სერვისი მუშაობს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ხარკოვის ნორმალურ ცხოვრების გადარჩენისთვის ყოველდღიურად იბრძვის.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების დაჩქარება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. ამას არავითარი რაციონალური ახსნა არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს. „პატრიოტები“, რომლებიც მსოფლიოში საკმარისად არის, რატომ არ ფარავენ ხარკოვისა და რუსი ტერორისტებისგან დაზარალებული ჩვენი სხვა ქალაქების ცას?  ჩვენი ხალხის, ჩვენი უკრაინის სიცოცხლის მეტად დაცვის უზრუნველსაყოფად ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ“, – წერს ზელენსკი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები