ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 8, 2024 19:44 საათი

თბილისი

აპრ 8 - ორშ
Tbilisi, GE
10°C overcast clouds

მეთიუ მილერი: აშშ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონთან აქტიურად ვმუშაობთ

ვაშინგტონი კიევში თავისი საერთაშორისო ლეგიონის გაგზავნას არ აპირებს და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

მომავალ კვირას პარიზს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვევა. მილერის თქმით, საფრანგეთი ვაშინგტონის დიდი ხნის მოკავშირეა, ამიტომ მაკრონთან უკრაინასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაკრონისა და ბლინკენის შეხვედრის დეტალებზე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

„არ ვაპირებ შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს“, – განაცხადა მილერმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები