ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:24 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომა მიმდინარეობს

ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების და უშიშროების საბჭოს მდივნების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს.

ღონისძიების ფარგლებში განიხილება ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონებში არსებული სამხედრო და პოლიტიკური ვითარება.

სომხური მედიის ცნობით, სამიტის განმავლობაში, მოსალოდნელია ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უშიშროების საბჭოების მდივნების მხრიდან განცხადებები, რომელშიც “ნაციზმის, ნეონაციზმის, ექსტრემიზმის, შოვინიზმისა და ქსენოფობიის განდიდების ყველანაირ მცდელობას დაგმობენ”.

ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი სომხეთის დედაქალაქში დღეს გაიმართება. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 2022 წელს, ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა სომხეთია. შემდეგ წელს, თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები