ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 02:55 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
17°C clear sky

სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნების კონფლიქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

სერბეთმა და კოსოვომ ნომრების პრობლემა დიპლომატიური გზით გადაჭრეს და შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„შეთანხმება მიღწეულია! მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მთავარი მომლაპარაკებლები კოსოვოსა და სერბეთს შორის, ევროკავშირის შუამავლობით, შეთანხმდნენ ზომებზე, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია და სრულად კონცენტრირდნენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის წინადადებებზე.

სერბეთი შეწყვეტს სანომრე ნიშნების გაცემას კოსოვოს ქალაქების სახელებით, ხოლო კოსოვო შეწყვეტს შემდგომ ქმედებებს მანქანების ხელახალი რეგისტრაციასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში მოვიწვევ მხარეებს შემდგომი ნაბიჯების განსახილველად“, – წერს ბორელი.

შეთანხმება ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით იქნა მიღწეული.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები