„ევროპაში მშვიდობისთვის ჩვენ გვჭირდება უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში“, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.
„გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალი გზა გულისხმობს ევროპულ უსაფრთხოებაში ნაცრისფერი ზონების დასრულებას. ისტორიის განმავლობაში, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ ნაცრისფერი ზონები ომებისთვის კარგი საფუძველი ხდება. ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებამ გაზარდა სტაბილურობა და ჩემი ქვეყანა ამის ნათელი მაგალითია. აქედან გამომდინარე, ევროპაში მშვიდობისთვის ჩვენ გვჭირდება უკრაინა ევროკავშირში. ჩვენ გვჭირდება უკრაინა ნატოში“, – აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.