რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღდგენის პროცესში რუს მუშებს დიდი წვლილი შეაქვთ.
მისივე თქმით, მუშები თავიანთი „პროფესიონალიზმით“ „თანამედროვე რუსეთის სახეს ქმნიან“. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის დახმარება, რომელსაც ჩვენი მუშები, გამოვლენილი გამბედაობითა და პროფესიონალიზმით, უწევენ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობას. ისინი არიან ნამდვილი ოსტატები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე რუსეთის იმიჯს, აშენებენ მყარ საფუძველს მისი განვითარებისთვის ყველა სფეროში“, – განაცხადა პუტინმა.