ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 14:11 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
24°C few clouds

„ნუ მისცემთ დასავლეთს უფლებას, რომ უკრაინა დაანგრიოს, განდევნეთ ნარკომანი პრეზიდენტი“ – კადიროვი უკრაინელებს მიმართავს

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უკრაინელ სამხედროებსა და მოსახლეობას მიმართა.

მისი თქმით, დასავლეთი უკრაინის „განადგურებას“ ცდილობს, ამიტომ უკრაინელები მალე უნდა „გამოფხიზლდნენ“ და ქვეყნის სათავეში მყოფი პირები უნდა განდევნონ.

„კიდევ ერთხელ ვახსენებ უკრაინელ სამხედროებს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ თავიანთი სიცოცხლის გადარჩენისა და ოჯახებში დაბრუნების შესაძლებლობა. ნუ მისცემთ დასავლეთს უფლებას, რომ თქვენი ქვეყანა დაანგრიოს. განდევნეთ თქვენი ნარკომანი პრეზიდენტი. ნუ შეუშვებთ ნაცისტებს თქვენს ქალაქებში. მათი ამოცანა მშვიდობიანი ადამიანების სისხლი ყოველდღიურად დაღვრა და ამ ქაოსის უსასრულოდ გაგრძელებაა. ეს არის დასავლეთის გეგმა, რომელიც უხვად ამარაგებს კრიმინალებს სხვადასხვა ტიპის იარაღით. შედეგად, ეს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს უკრაინელ ხალხს, ქალაქებსა და სოფლებს.

რუსეთი, მიუხედავად ყველაფრისა, აგრძელებს თქვენს დახმარებას. თუ თქვენ აფასებთ თქვენს სახელმწიფოს, გსურთ მისი აღორძინება და თუ გჭირდებათ რუსეთის მხარდაჭერა, არ გაუშვათ ხელიდან ბოლო შანსი. განდევნეთ ნაძირალები, კარგად დაფიქრდით და გონს მოდით“, – აცხადებს კადიროვი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები