ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 18, 2025 22:52 საათი

თბილისი

Apr 18 - Fri
Tbilisi, GE
12°C few clouds

გერმანია უკრაინას მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას დაჰპირდა – ალექსეი მაკეევი

გერმანია უკრაინას მეტი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემას დაჰპირდა. გარდა ამისა, ქვეყნები მოლაპარაკებებს აწარმოებენ თანამედროვე ტანკების მიწოდებაზე. ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ალექსეი მაკეევმა განაცხადა.

„პირდაპირი მოლაპარაკებების დროს ჩვენ დავრწმუნდით, რომ მეტი იარაღი და მეტი საბრძოლო მასალა იქნება, რომელსაც ერთად გამოვაცხადებთ შესაბამის დროს“, – განაცხადა მან.

მაკეევმა აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს სასწრაფოდ სჭირდებათ მეტი საზენიტო სისტემა, თვითმავალი ჰაუბიცები, „გეპარდები“ და საბრძოლო მასალები.

„გარდა ამისა, ჩვენ კვლავ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „მარდერისა“ და „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდებაზე. თუმცა, ამ საკითხზე გადაწყვეტილება რჩება ფედერალურ მთავრობაზე“, – განაცხადა ელჩმა.

მაკეევის თქმით, უკრაინა ელის, რომ გერმანიის მთავრობა უფრო სწრაფად უპასუხებს კონკრეტულ წინადადებებსა და თხოვნებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის