ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 05:35 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
10°C overcast clouds

გერმანიის 11 აეროპორტში გაფიცვის გამო 1100 ავიარეისი გაუქმდება – Deutche Welle

გერმანიაში აეროპორტების პერსონალის გაფიცვის გამო 1-ელ თებერვალს 1100 ავიარეისი გაუქმდება. გაფიცვა 200 ათას მგზავრს შეეხება. ამის შესახებ გერმანიის აეროპორტების გაერთიანება (ADV) იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ერთდღიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა 11 აეროპორტში გაიმართება, მათ შორის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბერლინი, ჰამბურგი, კელნი, დიუსელდორფი და სხვა დიდი დასახლებული პუნქტები.

გაფიცვაში აეროპორტების 25 ათასი თანამშრომელი მონაწილეობს. ეს არის მგზავრების და ბარგის კონტროლზე პასუხისმგებელი პირები. პროფკავშირი Ver.di აეროპორტების თანამშრომლებისთვის ხელფასის 2,8 ევროთი გაზრდას, ასევე ღამის ცვლაში და ზეგანაკვეთური ანაზღაურების გაზრდას მოითხოვს. BDLS-ის ინფორმაციით, პროფკავშირების ყველა მოთხოვნის გათვალისწინება მხოლოდ წელს ხარჯების 250 მლნ ევროთი გაზრდას გამოიწვევს.  აეროპორტების მფლობელ კომპანიებსა და Ver.di შორის მოლაპარაკება 6 თებერვალს განახლდება.

გერმანიის უდიდესმა კომპანიამ, Lufthansa-მ მგზავრებს ბილეთების უფასო გადაცვლა შესთავაზა ნებისმიერ სხვა თარიღზე 8 თებერვლამდე. თუ მგზავრი შიდა რეისით გადაადგილდებოდა, მას შეუძლია ავიაბილეთის უფასო გადაცვლა მატარებლის ბილეთზე.

რამდენიმე დღის წინ გერმანიაში მატარებლების მემანქანეთა გაფიცვა მიმდინარეობდა, რის გამოც სარკინიგზო მოძრაობა ფაქტობრივად პარალიზებული იყო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები