ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 15:39 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

გერმანიის ეკონომიკას უკრაინაში მიმდინარე ომი წელს 175 მილიარდი ევრო დაუჯდება

გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის გამოთვლებით, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი გერმანიის ეკონომიკას 2023 წელს სავარაუდოდ დაახლოებით 175 მილიარდი ევრო დაუჯდება, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ გერმანელ მოქალაქეს საკუთარი კეთილდღეობის საზიანოდ დაახლოებით 2000 ევროს დათმობა მოუწევს.

ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ გაკეთებული შეფასების თანახმად, არსებული ვითარება შეადარეს სცენარს, როცა არანაირი ომი არ არსებობს და შესაბამისად, არც ელექტროენერგიაზეა გაზრდილი ფასები და არც მისი მიწოდება ხდება შეზღუდული ოდენობით. ეკონომიკის ექსპერტების აზრით, გერმანიის ეკონომიკის რეალური ზარალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4,5%-ს შეადგენს.

გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული ვითარება ემატება იმ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც უკვე  არსებობდა და მინიშნება გაკეთდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული განვითარების ბანკის – KfW – გაფრთხილებებზე, რომ კვალიფიციური მუშაკების ნაკლებობამ და პროდუქტიულობის ზომიერმა განვითარებამ გერმანიის კეთილდღეობას უკვე საფრთხე შეუქმნა.

ეკონომიკის ინტიტუტის ეკონიმისტის განმარტებით, ვითარება საკმაოდ მძიმეა, რაც მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდება და გერმანიის კეთილდღეობაზე კიდევ უფრო მძაფრად აისახება.

ინსტიტუტი არასახარბიელო სიტუაციას პროგნოზირებს ენერგო სექტორში, სადაც ფასები არა მარტო ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე გაიზრდება, არამედ, ასევე, შუალედურ პროდუქტებსა და ნედლეულზე, რაც ინვესტიციების განხორციელებისგან თავის შეკავების მთავარ მიზეზად იქცევა. ამასთანავე, ინფლაციის გამო, კერძო სექტორიდან მოთხოვნები შემცირდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები