რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომიდან რუსეთში გაქცეული უკრაინელები ევროპის ქვეყნებში წასულ უკრაინელ ლტოლვილებს შეადარა.
კრემლის ლიდერმა თქვა, რომ „იგრძნონ განსხვავება“ რუსეთში მყოფ ლტოლვილებსა და ევროპაში მყოფებს შორის.
„იგრძენი განსხვავება უკრაინიდან ჩვენთან ჩამოსულ ადამიანებსა და ევროპაში მყოფებს შორის. ისინი დადიან რესტორნებში და ითხოვენ ფასდაკლებებს, მაგრამ აქ ხალხი ითხოვს მუშაობას. ეს ასეა“, – თქვა პუტინმა.
უკრაინული მედია წერს, რომ დიქტატორი უკრაინელ ლტოლვილებზე სიცილით საუბრობდა.