ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 16:24 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

ირაკლი ღარიბაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუკზე წერს.

მთავრობის მეთაური სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აღნიშნავს პრემიერი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები