ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 06:35 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
10°C overcast clouds

კონფლიქტი აღმავალი ტემპით ვითარდება, ვხედავთ ნატოს ქვეყნების არაპირდაპირ და პირდაპირ ჩართულობას – პუტინის პრესმდივანი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი აღმავალი ტემპით ვითარდება და მასში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩართულობა იზრდება.

„ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ ის [კონფლიქტი] მართლაც აღმავალი ტემპით ვითარდება. ჩვენ ვხედავთ ამ კონფლიქტში ნატოს ქვეყნების არაპირდაპირ და ზოგჯერ პირდაპირ ჩართულობას. გვესმის განცხადებები, რომლებიც მიუთითებს პოლიტიკური ნების აბსოლუტურ დომინირებაზე და მუდმივ ზრდაზე ამ ჩართულობის შესახებ“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის სპიკერმა ასევე მიუთითა დასავლეთის ქვეყნების განცხადებებზე – ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინას აქვს რაიმე სახის წარმატება ბრძოლის ველზე, პესკოვის თქმით, დრამატული ილუზიაა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები