ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 04:10 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
17°C clear sky

ირაკლი ღარიბაშვილი: საჯარო მოხელის პროფესიულ დღეს გილოცავთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს და მადლობას გიხდით ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს საჯარო მოხელის პროფესიულ დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, სოციალური თუ საგარეო პოლიტიკური მიმართულებებით პროგრესში.

„საჯარო მოხელის პროფესიულ დღეს გილოცავთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს და მადლობას გიხდით ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის.თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, სოციალური თუ საგარეო პოლიტიკური მიმართულებებით პროგრესში; განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს შრომას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გასწიეთ, რამაც უდიდესწილად განაპირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარმატება – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.საქართველოს საჯარო სამსახურის ეფექტიანობას, თითოეული თქვენგანის ერთგულებას საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპებისა და ღირებულებებისადმი კვლავაც საკვანძო როლი აქვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის, ევროპული სახელმწიფოს შენებაში.შემდგომ წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები