ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 11:41 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
14°C clear sky

ირაკლი კობახიძე: CNN-ის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს

ორიოდე დღის წინ, სი-ენ-ენის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს.

„სი-ენ-ენი არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, სი-ენ-ენის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს“, – წერს კობახიძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები