ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ღაზას დასავლეთ ნაწილზე სრული კონტროლი დაამყარეს და ახლა სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ეტაპს იწყებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მინისტრმა ოპერაციის მომდევნო ფაზის დეტალები არ გაასაჯაროვა. ასევე გალანტმა განაცხადა, რომ „აშ-შიფას“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღის და ჭურვების სამალავია აღმოჩენილი.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, საავადმყოფოს დაკავება ისრაელის არმიამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ „ჰამასის“ „ბოევიკებს“ 7 ოქტომბერს აყვანილი მძევლების ნაწილი სწორედ იქ ჰყავდათ. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს აქვს მძევლებთან დაკავშირებით სხვა სადაზვერვო ინფორმაციაც, მაგრამ „რაც ნაკლებს ისაუბრებს ამ თემაზე, მით უკეთესი“.