ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 06:26 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
16°C few clouds

პუტინის გამარჯვება ჩვენთვის საშიში იქნება – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა ალიანსის ყველა მოკავშირის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. ის დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„სახელმწიფოსა და მთავრობის ყველა მეთაური, ნატოს ყველა მოკავშირე დაჰპირდა უკრაინას მხარდაჭერას არა მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის საშიში იქნება“, – აღნიშნა მან.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მოგების თავიდან აცილება ნატოს ყველა მოკავშირის, მათ შორის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.

„და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები