ტელეკომპანია სეზონი

მარტი 28, 2024 13:17 საათი

თბილისი

მარ 28 - ხუთ
Tbilisi, GE
15°C clear sky

ისრაელის ჯარებმა დასავლეთ სანაპიროზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი მოკლეს – პალესტინური მხარე

„ისრაელის ჯარებმა მოკლეს სამი პალესტინელი და სულ მცირე 40 ადამიანი დაჭრეს სროლის შედეგად ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ნაბლუსში სპეცოპერაციის დროს“, – ამის შესახებ პალესტინური მხარის განცხადებაშია აღნიშნული.

სროლა ღაზას სექტორში მას შემდეგ მოხდა, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა სამდღიანი ბრძოლა ისრაელსა და პალესტინის „ისლამურ ჯიჰადს“ შორის.

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ ძალებმა ალყა შემოარტყეს იბრაჰიმ ალ-ნაბულსის სახლს, რომელიც, მათი თქმით, მ წლის დასაწყისში დასავლეთ სანაპიროზე სროლების გამო იძებნებოდა.

მან დაადასტურა, რომ ალ-ნაბულსი და კიდევ ერთი პალესტინელი „ბოევიკი“ ადგილზე სროლის შედეგად დაიღუპა.

გასულ კვირას ისრაელმა დააკავა ბასამ ალ-საადი, „ისლამური ჯიჰადის“ ხელმძღვანელი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში სამდღიანი ბრძოლის დროს სულ მცირე 46 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 16 ბავშვი და ოთხი ქალი, ხოლო 311 დაიჭრა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები