ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 11:05 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
11°C clear sky

„ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ – კადიროვმა დასავლეთს რუსეთთან მეგობრობა ურჩია

„დასავლელმა პოლიტიკოსებმა თავი უნდა აარიდონ რუსეთის დაშლის სტრატეგიას და იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ განავითარონ მასთან თანამშრომლობა“, – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლური სამყარო ამ დრომდე ვერ ხვდება ერთ რამეს: თანამედროვე რუსეთი დიდი ხანია აღარ არის „გორბაჩოვისეული რესპუბლიკების კავშირი“ და „ელცინის ტერიტორია, რომელიც აშენებულია პუტჩზე, დეფიციტსა და დეფოლტზე“.

„ეს უკვე სხვა ძლიერი და ძლევამოსილი რუსეთია და თქვენ, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საჭიროა, გადახედოთ არა რუსეთის ფედერაციის დაშლის სტრატეგიას, არამედ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რომელიც გაძარცული და დასავლეთისგან დამცირებული, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გადაიქცა ძლიერი პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოდ, რეორგანიზებული სტრატეგიული მიზნებით“ , – განაცხადა კადიროვმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას, როგორც სანდო პარტნიორს, შეუძლია მიიღოს ყველაზე მკაცრი ზომები მისი უსაფრთხოებისა და მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში.

მანვე დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ჯობს, არ იდავონ რუსეთთან. მანვე გაიხსენა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ თუკი ვინმე მოინდომებს ქვეყანას რაიმე ჩამოაჭრას, უკბილოდ დატოვებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები