ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 23:09 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
7°C clear sky

ISW: რუსებს ავდეევკასთან მცირე წინსვლა აქვთ, სასტიკი ბრძოლებია ბახმუტის რაიონში

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას აფასებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბახმუტის რაიონში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ამასთან, რუსებმა შეტევითი მოქმედებები განახორციელეს ავდეევკას მახლობლად და ბოლო დროს, მცირე პროგრესსაც მიაღწიეს.

ISW-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე უკრაინელთა შეტევების ლოკალიზება, თუმცა, რაიმე დადასტურებული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. სამხედრო ექსპერტების თქმით, ამ მიმართულებით უწყვეტი ბრძოლები გრძელდება.

ამას გარდა, რუსები აგრძელებენ შეტევებს დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვარზე, თუმცა, რაიმე წარმატების მიღწევა აქაც არ არის დადასტურებული.

როგორც ანალიტიკოსები წერენ, რუსი სამხედრო ოფიცრები ამტკიცებენ, რომ ვერბოვოის ჩრდილოეთით რუსულმა ძალებმა გარკვეული პოზიციები დაიბრუნეს, თუმცა, ISW-მა ვერც ამის ვიზუალური მტკიცებულება მოიპოვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე