ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 22:14 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
20°C overcast clouds

კადიროვს თირკმელი გადაუნერგეს, მაგრამ ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა – Obozrevatel

ჩეჩნეთის ლიდერს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Obozrevatel ჩეჩნურ დიასპორაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ახლა განმეორებითი ოპერაცია იგეგმება.

„კადიროვი თირკმელების უკმარისობით არის დაავადებული. ამიტომ მას ხშირი გემოდიალიზი სჭირდება. სწორედ ამიტომ წევს მოსკოვის კრემლის საავადმყოფოში“, – ამბობს რუსი ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაცია რამზან კადიროვის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ბოლო დროს კი ისეთი ინფორმაციაც ვრცელდებოდა, რომ კადიროვი კომაშია ან სულაც ცოცხალი აღარ არის. ოფიციალურად ეს ჭორები არავის დაუდასტურებია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები