ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 27, 2024 00:35 საათი

თბილისი

აპრ 27 - შაბ
Tbilisi, GE
17°C clear sky

ლარსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღება იგეგმება

ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოს ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გეგმავს.

როგორც მენიაილომ განაცხადა, ასევე გაიხსნება დროებითი განსახლების ცენტრები მოქალაქეებისთვის.

„ახლა ვითარება ფასდება და, დიდი ალბათობით, მე გადავწყვეტ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას [გამშვებ პუნქტზე], განვათავსო დროებითი განსახლების ცენტრი იქ, რადგან იქ ქალები და ბავშვები არიან”, – თქვა მენიაილომ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მალე სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები