ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 12, 2024 08:55 საათი

თბილისი

ივნ 12 - ოთხ
Tbilisi, GE
22°C clear sky

Libération: ამბოხის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პრიგოჟინი კრემლში პუტინს შეხვდა

რუსეთში ამბოხის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი და დაჯგუფების რამდენიმე მეთაური რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ.

როგორც ფრანგული გამოცემა Libération-ი დასავლურ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, პრიჟონიკი კრემლში ჯერ კიდევ 1 ივლისს დაიბარეს.

გამოცემის წყაროების ცნობით, კრემლში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „როსგვარდიის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი.

23 ივნისს შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო დარტყმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის მებრძოლებთან ერთად მოსკოვში ჩავა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას პასუხს მოსთხოვს. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 24 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მებრძოლებს უკან, ლუგანსკის ოლქში აბრუნებს, თავად კი ბელარუსს შეაფარა თავი. მოგვიანებით ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრიგოჟინი არა ბელარუსში, არამედ სანკტ-პეტერბურგში იმყოფება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები