ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 22:36 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
19°C clear sky

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოუწოდებენ ევროკავშირს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დაეხმარონ უკრაინას, შექმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც განსჯის რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას. ტექსტი შესაბამისი სამინისტროების ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.

„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელობა იქნება მისი ყველაზე აშკარა დარღვევებისთვის – გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაულები.

ბოლოდროინდელი მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, სკოლებსა და სათამაშო მოედნებზე, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მასშტაბით, მხოლოდ უახლესი ეპიზოდია რუსეთის არაპროვოცირებული ტერორისტული კამპანიის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმები გრძელდება, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკ დანაშაულებზე სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის ძიება იყოს ჩვენი პოლიტიკის ცენტრში“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები