ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 17:26 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
26°C clear sky

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს: ევროპამ თავად აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა – რატომ ემთხვევა ასე თქვენი პოზიციები რადიკალური ოპოზიციის მიზნებს?!

ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა და თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა – რატომ ემთხვევა ასე თქვენი პოზიციები რადიკალური ოპოზიციის მიზნებს?!, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიში მოისმინეს.

„დღეს თქვენ სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. თქვენ ხელი შეუწყვეთ ხელისუფლების მიმართ „პრორუსობასთან“ დაკავშირებით პიარულ დარტყმებს და ერთხმად ნალაპარაკებ „არა რუსული კანონის“ ნარატივის გაძლიერებას. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის არ მონიჭებას [რომელიც გახლავთ რადიკალური ოპოზიციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერი გზით შეცვალონ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ], ხომ არ ემთხვევა ირიბად ან პირდაპირ თქვენი პოზიცია დღევანდელ ამ მიზნებს მაშინ, როდესაც ევროკავშირმა თავად კრიტერიუმის დონეზე და მისი გამოყენებით აღიარა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად არ მიენიჭა სტატუსი, იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა, თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. რატომ ემთხვევა ასე თქვენი პოზიციები რადიკალური ოპოზიციის მიზნებს? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. რაც ყველაზე სამწუხაროა, ვინც თქვენ ხმა მოგცათ მათ პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დღევანდელი თქვენი გამოსვლა და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც თქვენ მოღალატეს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ. საზოგადოების დაკვეთა იყო „არა ბოროტებას“, „არა ძალადობას“, „არა „ნაცმოძრაობას“ და თქვენ დღეს ყველა წინადადებითა და ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის“ ცრუ კამპანია და მათი მიზნები ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები