ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
13°C clear sky

მამუკა მდინარაძე: როდესაც ნატოს წევრი თურქეთი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს

როდესაც ნატოს წევრი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას მისი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებზე.

„ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ახლა შეუძლიათ, გამოვიდნენ და ერდოღანსაც მიმართონ – „აბა ომი გინდათ?“ და ირონიის ტონი შემოიტანონ ამ ყველაფერში. როდესაც ნატოს წევრი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს? ქართული ხელისუფლებისგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც ეს არის რეალობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ომში ჩათრევას არ დაუშვებს. მისივე თქმით, რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები