ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 07:29 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
13°C clear sky

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა: ეს იყო მიკერძოებული, ტენდენციური ანგარიში -მიხეილ სარჯველაძე

ეს იყო უმრავლეს შემთხვევაში მიკერძოებული, ტენდენციური ანგარიში, – ასე შეაფასა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

„მომეჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მიკერძოება ვლინდებოდა, მათ შორის ფაქტობრივ უზუსტობებშიც. მთავარიისაა, რომ ხელისუფლებას მეორე პირში ელაპარაკებოდა. ცალ-ცალკე ჰქონდა მიმართვა ხელისუფლებისთვის და არ მგონია, რომ ეს მართებული პოზიცია იყო, რადგან ამან ძალიან აშკარა გახადა, რომ ის ოპოზიციონერის მანტიით ელაპარაკებოდა ხელისუფლებას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები