ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 07:30 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
13°C clear sky

როდესაც სააკაშვილი დააპატიმრეს, სტრასბურგის სასამართლომ მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, როგორც ჩანს, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ახლა თავს არიდებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ – არჩილ თალაკვაძე

როდესაც სააკაშვილი დააპატიმრეს, სტრასბურგის სასამართლომ მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, როგორც ჩანს, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ახლა თავს არიდებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად საუბრობს უფლებების დარღვევაზე, ამ დროს უფლებების აღდგენისა და საკუთარი სიმართლის დამტკიცების საშუალება არის ეროვნული სასამართლო და არის სტრასბურგის სასამართლო. როდესაც დააპატიმრეს მიხეილ სააკაშვილი მაშინ, მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და სასამართლომ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა მას, როგორც ჩანს ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ისინი არიდებენ თავს რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ კონკრეტული მოთხოვნით“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნის გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები