ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 2, 2024 15:46 საათი

თბილისი

Dec 2 - Mon
Tbilisi, GE
7°C broken clouds

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ხანძარი სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა. მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები