ტელეკომპანია სეზონი

თებერვალი 15, 2025 15:45 საათი

თბილისი

Feb 15 - Sat
Tbilisi, GE
10°C clear sky

მარკ რუტე: ნატო აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ვერ იარსებებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ვერ იარსებებს.

„წარმოდგენა იმისა, რომ ნატოს მართვა აშშ-ის მონაწილეობის გარეშე შესაძლებელი იქნება, ჩემი აზრით, გულუბრყვილობაა“, – თქვა რუტემ.

მისი თქმით, ევროპული კონტინენტის თავდაცვა აშშ-ის მონაწილეობის გარეშე „ვერ იმუშავებს“.

„ახლა საუბარი არ არის მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ომის შესახებ. გეოპოლიტიკური პროცესები ვითარდება. აშშ-ის ეს ესმის, ნატოს ევროპულ ნაწილსაც ეს ესმის. ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი – ისინი რუსეთთან არიან კავშირში“, – დასძინა ნატოს გენმდივანმა.

მეორე მხრივ, როგორც რუტემ აღნიშნა, აშშ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ცდების გამო საფრთხეშია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის