ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 13, 2025 04:49 საათი

თბილისი

Apr 13 - Sun
Tbilisi, GE
3°C clear sky

„მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი, ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლება-მოსილებები“ – ბიძინა ივანიშვილი

„მმართველი პარტია საჭიროებს სიმძიმის ახალ ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რატომ მიიღო პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება.

„ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლება-მოსილებები“, –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის