ტელეკომპანია სეზონი

მაისი 13, 2024 21:03 საათი

თბილისი

მაი 13 - ორშ
Tbilisi, GE
15°C scattered clouds

პარლამენტში უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კომიტეტის მიერ 2023 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს. განიხილეს 2023 წელს კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევა, რომელიც რეგიონებში მდებარე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებასთან და გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს კომიტეტის წევრი გიორგი სოსიაშვილი თავმჯდომარეობს. საბჭოს წევრები არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, ასევე მეცნიერები და დარგის ექსპერტები.

„უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ უმაღლესი განათლების სფეროსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარი შეეხო ახალგაზრდა თაობის მეცნიერების სფეროში ინტეგრაციის საკითხს და დაფინანსების სისტემას. საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები