ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 30, 2024 21:14 საათი

თბილისი

აპრ 30 - სამ
Tbilisi, GE
23°C few clouds

„მე ვფიქრობ, რომ პუტინი ამერიკელი ან ჩინელი ჯაშუშია“ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინელებმა რუსების არაერთი ელიტარული ქვედანაყოფი გაანადგურეს.

მისივე თქმით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პუტინი რუსეთის მამრობით მოსახლეობას გამიზნულად ანადგურებს.

„ჩვენ დავამარცხეთ ელიტარული დივიზიები. ახლა კი შევხვდებით არმიას, რომელსაც აქამდე არ უბრძოლია.

მე ვფიქრობ, რომ პუტინის რეჟიმი ამას გამიზნულად გააკეთებს, სანამ რუსეთის მამრობითი მოსახლეობა არ დამთავრდება და ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ პუტინი ამერიკელი ან ჩინელი ჯაშუშია, რადგან მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია, რომ ასე ეფექტურად შეამციროს რუსეთის მამრობითი მოსახლეობა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები