ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 24, 2024 23:32 საათი

თბილისი

აპრ 24 - ოთხ
Tbilisi, GE
16°C clear sky

მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებებს შეჩვეული ვარ – ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებაზე“

„საქართველოს მოსახლეობას ესმის, რომ მე ვარ თქვენი მეგობარი, მხარს გიჭერთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქართველო დავაახლოოთ ევროკავშირთან“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„პოლიტიკოსი ვარ, მიჩვეული ვარ ბრალდებებს და ეს ძალიან ხშირად ხდება განსაკუთრებით საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან. საქართველოს მოსახლეობას ესმის, რომ მე ვარ თქვენი მეგობარი, მე გიჭერთ მხარს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქართველო დავაახლოოთ ევროკავშირთან.

რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბრალდებებია გაჟღერებული, ქართველი ხალხი ხვდება, რომ მე მეგობარი ვარ. არავის ადარდებს ეს [ქართული ოცნების] განცხადებები, ესაა მათი მოსაზრება – ისინი ფიქრობენ, რომ ასე უნდა მართონ ქვეყანა.

კი ბატონო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანების უმრავლესობას – თქვენს მაყურებლებს, ახალგაზრდებს, ესმით რა ხდება ქვეყანაში, როგორ ხდება მანიპულირება ქვეყნით, როგორ ხდება ჩემს შესახებ ტყუილების გავრცელება, საგარეო საქმეთა მინისტრის [ანალენა ბერბოკის] შესახებ. მაგრამ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი გულწრფელი მიდგომებით და გავაჟღეროთ ის, რისიც გვწამს“, – აღნიშნა ფონ კრამონმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები