ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 5, 2022 00:42 საათი

თბილისი

ოქტ 5 - ოთხ
Tbilisi, GE
18°C clear sky

„მოკეტეთ“ – კიმ ჩენ ინის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის შეთავაზებაზე

„უნდა მოკეტოს“, – ასე უპასუხა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ ეკონომიკურ დახმარებას დაჰპირდა.

„მისივე იმიჯისთვის სჯობს, რომ მოკეტოს, ვიდრე სისულელეები ილაპარაკოს. არავინ ცვლის საკუთარ ბედს სიმინდის ორცხობილაზე“, – აღნიშნა  კიმ ჩენ ინის დამ და პრეზიდენტის შეთავაზებას „ბავშვური“ უწოდა.

სამხრეთ კორეის მინისტრმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე მუშაობს, კიმ იო ჯონგის ამ კომენტარს ძალიან უპატივცემულო და უხამსი უწოდა.

ეს პირველი კომენტარია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაკეთდა იუნ სუკ იოლის გეგმაზე, რომელსაც თავად „გაბედულს“ უწოდებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გეგმა მაისში წარადგინა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები