მოლდოვის მთავრობას, რომელსაც მაია სანდუ ხელმძღვანელობდა პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ განაცხადა, რომ მისი მთავრობა თანამდებობას ტოვებს – ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ინიციატივას 101 დეპუტატიდან 63-მა დაუჭირა მხარი.
მთავრობის გადადგომის მთავარი მიზეზი მინისტრთა კაბინეტის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება გახდა.
სოციალისტები გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურაში შესწორებას არ დაეთანხმნენ, რომლის თანახმადაც გენპროკურორის კანდიდატები პრემიერ-მინისტრს უნდა აერჩია.
მთავრობა მუშაობას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე პარლამენტში ახალი კოალიცია არ შეიქმნება და ახალი მთავრობა არ დამტკიცდება.