ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 02:35 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
13°C broken clouds

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ განაცხადა, რომ მისი მთავრობა თანამდებობას ტოვებს – REUTERS

მოლდოვის მთავრობას, რომელსაც მაია სანდუ ხელმძღვანელობდა პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. მოლდოვის  პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ განაცხადა, რომ მისი მთავრობა თანამდებობას ტოვებს – ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ინიციატივას 101 დეპუტატიდან 63-მა დაუჭირა მხარი.

მთავრობის გადადგომის მთავარი მიზეზი მინისტრთა კაბინეტის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება გახდა.

სოციალისტები გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურაში შესწორებას არ დაეთანხმნენ, რომლის თანახმადაც გენპროკურორის კანდიდატები პრემიერ-მინისტრს უნდა აერჩია.

მთავრობა მუშაობას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე პარლამენტში ახალი კოალიცია არ შეიქმნება და ახალი მთავრობა არ დამტკიცდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები